Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თაღლითური სქემა ქუთაისში, რომლის მეშვეობით ხუთსულიანი ოჯახის ბინა მევახშის ხელში აღმოჩნდა

თარიღი : 23-11-2018, 19:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სამხარაძეების ხუთსულიანი ოჯახი, სადაც ორი მცირეწლოვანია, ღია ცის ქვეშ დარჩენის შიშით ცხოვრობს.

ოჯახის დიასახლისი ნატო ძოწენიძე ყვება, რომ კერძო იპოთეკარისგან სესხის სახით 2000 დოლარი ჰქონდა აღებული. ათასი დოლარი კი უკვე გადახდილი ჰქონდა, როდესაც კერძო იპოთეკარს სთხოვა, რომ სესხის პროცენტს გადაიხდიდა და როდესაც საშუალება მიეცემოდა, ვალს დაუბრუნებდა.

"იპოთეკარმა, რომელიც სხვათაშორის ჩემი ახლობელი არის, მითხრა, შენ თუ არ დაგეხმარები, სხვას ვის დავეხმარები და არ არის პრობლემაო. მოგვიანებით კი ძირის გადახდა მომთხოვა. ვიშოვე 1000 დოლარი სიმწრით და დავურეკე. მითხრა, რომ ოპერაცია გაიკეთა და თვითონ შემეხმიანებოდა. თვითონ როდესაც შემხვდა, გავარკვიე, რომ ჩემი ბინა გასხვისებული ჰქონდათ და თუ გინდათ დაიბრუნოთ, სამ დღეში 8 000 დოლარი უნდა მოიტანოთო. სამ დღეში როგორი საშოვნელი იყო 8 000 დოლარი. ორ თუ სამ კვირაში ვოშოვეთ და რადგან სამ დღეში არ მივუტანეთ, 13 000 მოითხოვა. ახლა კი 22 000 დოლარს ითხოვენ. ამ დრომდე კი უამრავი ფული და პროცენტი მაქვს გადახდილი, რადგან ბინას იპოთეკარი მის ბანკში დებდა და რადგან მსესხებლებად ჩვენ ვიყავით მითითებული, უამრავ ფულს ვიხდიდით. რაც მთავარია, ხელშეკრულებაში, რომლითაც ბინის გასხვისება მოხდა, ბინის გაყიდვის, ვალის დაფარვისა და ბინის გამოხსნის თარიღად ერთი რიცხვი-2014 წლის 30 სექტემბერია განსაზღვრული. ერთდღიანი ხელშეკრულებით წაგვართვეს ბინა. იპოთეკარს კი ბინიდან ჩვენი გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უნდა, სასამართლოში
არ მიდის, რადგან საქმეში ამდენი დარღვევებია,"- ამბობს ნატო ძოწენიძე.

სადაო ბინა, რომელიც 60 კვ.მ.-ს შეადგენს, ქუთაისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ოჯახის წევრები ბინიდან გასვლას ერიდებიან, რადგან როდესაც ბინაში არავინ იმყოფებოდა, იპოთეკარმა კარის შემტვრევა და გასაღების შეცვლა მოახერხა. სამხარაძეები აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ და საცხოვრებლის დასაბრუნებლად ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.


ნანახია: 880-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, იპოთეკური სესხით დაზარალებული ნინო მკერვალიძის ოჯახის გამოსახლება შეჩერდა. დაზარალებულის ოჯახმა და
ქუთაისში მცხოვრები კუხიანიძეების 4-სულიანი ოჯახი წლებია სამართლის პოვნას უშედეგოდ ცდილობს.
ოჯახი, სადაც სამი არასრულწლოვანია, ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი.
ეს ჩვენს საზოგადოებაში უაღრესად აქტუალური და მტკივნეული თემაა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ოჯახურ დავას განიხილავს. საქმე ოჯახის წევრებს შორის ქონებასთან დაკავშირებულ დავას ეხება.
კერძო იპოთეკარი, რომლის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ

ამინდი