Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„იმედია შეგხვდება"- გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი იმერეთის გუბენატორთან შეხვედრას ითხოვს

თარიღი : 23-11-2018, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი, იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვს.
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
დაღუპული სამხედროს მამა, იმერეთის გუბერნატორს, როგორც ყოფილ სამხედროს სთხოვს, რომ შეხვდეს, რადგან მისი შვილის საეჭვო გარდაცვალების გარემოებები გააცნოს.

შვილმკვდარი მამა ამტკიცებს, რომ სამინისტრომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის დასკვნა იმის გამო გააყალბა, რომ აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ გადაეხადათ.
"გაურკვეველია ჩემი შვილის გარდაცვალების მიზეზები. მაინტერესებს, რით გარდაიცვალა ჩემი შვილი. თუმცა პასუხს არავინ არ გვაძლევს. მე ვიცი, რომ იმერეთის გუბერნატორი არის ყოფილი გენერალი, სწორედ მასთან მინდა შეხვედრა, რათა საქმის კურსში ჩავაყენო, თუ რამხელა ტრაგედია დატრიალდა ჩვენი ოჯახის თავს. ვიმედოვნებ, რომ გამონახავს დროს და შემხვდება," - ამბობს შვილმკვდარი მამა, გია ჩაჩუა.
საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე. მისი თქმით, საქმეში უამრავი კანონდარღვევა იკვეთება, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს.

"ჩვენ სამართალი ვერ ვიპოვეთ. 31 წლის სამხედრო დაიღუპა და ოჯახს ობიექტურ პასუხსაც კი არ აძლევენ, თუ რით და რა მიზეზით გარდაიცვალა მირზა ჩაჩუა. ეს ქვეყანა, ჩალით არ არის დახურული და კეთილი ინებოს ყველამ ვისაც ეხება ამ საქმის ობიექტურად გამოძიება, დადონ მიუკერძოებელი დასკვნა. იმერეთს უკვე რამდენიმე თვეა გენერალი გუბერნატორი ჰყავს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოჯახი კი სამტრედიაში ცხოვრობს. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ დაინტერესებულიყო ბატონი ტაბატაძე, რა ტრაგედია ტრიალებს ჩაჩუების ოჯახის თავს. სამხედრო სამსახურთან და ზოგადად ჯარის ცხოვრებასთან, თავდაცვის მინისტრისგან განსხვავებით, ბატონო შავლეგოს უფრო მეტი სიახლოვე ჰქონდა, იმედია მასთან შეხვედრის შემდეგ, თუ მსგავსი შეხვედრა საერთოდ შედგა, უფრო მეტ პასუხს გავიგებთ, ვიდრე მინისტრ იზორიასგან. შეგხვდეს და მოიკითხოს, ამ უდიდესი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, "- აცხადებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

31 წლის მირზა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის სოფელ გომის მკვიდრია, მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა. მათივე თქმით, თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა, რათა გარდაცვლილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ მიეცათ.


ნანახია: 1224-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს და მინისტრ ლევან იზორიას ერთი
შვილმკვდარი მამა შავლეგო ტაბატაძეს, როგორც ყოფილ გენერალს, შეხვედრას რამდენიმე კვირაა უშედეგოდ სთხოვს.
სამტრედიაში მცხოვრები ჩაჩუების ოჯახი იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას მედიის საშუალებით რამდენიმე კვირაა აჟღერებენ.
ძველაიების ოჯახის ადვოკატ ლედი ტუკვაძის თქმით, ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად ციხიდან ამოღებული ფირების მათთვის
ქუთაისის #2 ციხეში 16 წლის პატიმარ გოგა ძველაიას გარდაცვალების საქმეზე დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის

ამინდი