Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არა სოჭის ოლიმპიადას და გზავნილი ხელისუფლებას ქუთაისიდან

თარიღი : 1-02-2014, 19:11 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სოჭში დაგეგმილ ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა გააპროტესტეს. „ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას“, „არა სისხლიან ოლიმპიადას“, „არა ოკუპანტის ოლიმპიადას“, - ამ და სხვა სლოგანებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა " ქუთაისი დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის" ორგანიზებით აქცია გაიმართა.
„ჩვენი მიზანია მოვუწოდოთ სპორტსმენებს ნუ მიიღებენ მონაწილეობას ოკუპანტის და პუტინის პრესტიჟის თამაშბში. ხელისუფლება ნუ აიძულებს ამ ხალხს მონაწილეობა მიიღოს სამარცხვინო მასკარადში. ეს ოლიმპიადა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის გახლეჩას, რომ ჩვენ არ გვქონდეს მკაფიო აზრის ოკუპაციის მიმართ. თანაც ეს ოლიმპიადა ტარდება ჩერქეზების გენოციდის მიწაზე, სისხლიან მიწაზე,“ - ამბობს ორგანიზაციის ლიდერი ანდრო ბარნოვი.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა ქვეყნის კიდევ ოთხ ქალაქში გააპროტესტეს.


ნანახია: 2140-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„არა რუსეთს“, „არა ოკუპაციას“, „ნატო ჩვენი არჩევანია“,– ამ და სხვა სლოგანებით, ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე „თავისუფალი
ქუთაისში გამართულ სოჭის ოლიმპიადის საწინააღმდეგო აქციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პაროდისტი ქართლოს ნატროშვილიც შემოუერთდა.
"არა ოკუპაციას", "არა სოჭის ოლიმპიადას," - ამ ლოზუნგით ქუთაისში საინიციატივო ჯგუფმა ნინოშვილის სკვერში პროტესტის კვირეულის
„ქუთაისი დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის“
"არა ოკუპაციას", "არა სოჭის ოლიმპიადას" - ამ ლოზუნგით ქუთაისში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა სტატუსისა და
25-მა ველომრბოლელმა აქციის ფარგლებში ველოსიპედებით ქალაქს წრე შემოარტყეს