Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განიხილა

თარიღი : 22-11-2018, 15:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა ინიციატივები და საკითხები გამოყვეს, რომელსაც საბჭოში შექმნილი ბიუჯეტირების ჯგუფი უკვე დეტალურად რამდენიმე დღეში განიხილავს.
ინიციატივები ეხება მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფას, ასევე ქალაქში მორიგე ბაღის არსებობას, მოხუცთა თავშესაფრის ცენტრს, ბაღების ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვა.
საბჭოს წევრის ნოდარი ჯიქიას თქმით, გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის აუცილებელია ყველა მუნიციპალიტეტში საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოები ახდენდნენ 2019 წლის ბიუჯტის პროექტების განხილვას.
"გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად თვითმმართველობის საბიუჯეტო პროგრამები უნდა ითვალისწინებდეს გენდერული თანასწორობის მიღწევას. აქედან გამომდინარე სასურველზე მეტად სასურველია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოები ახდენდნენ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტების განხილვას თუ რამდენად მგრძნობიარეა ესა თუ ის პროგრამა გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლეთან ერთად გავიარეთ ქუთაისისი 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები როგორც შემოსავლების ასევე, გასავლების კუთხით. დღევანდელ სხდომაზე პროგრამების სრულყოფის თვალსაზრისით რიგ პროგრამებთან და ქვე-პრორგამებთან დაკავშირებით გამოვთქვით შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე, საბჭომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელახლა შევიკრიბოთ და მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად გავიაროთ კონკრეტულ აიპებსა თუ მერიის სამსახურებზე გამოყოფილი ფინანსური ასიგნებები. ამის შემდეგ კი უკვე ერთობლივი რეკომენდაციებით წარვსდგებით ქუთაისის მერიასა და საკრულოსთან 2019 წელის ადგილობრივ ბიუჯეტის პროექტის დასახვეწად." - განაცხადა ნოდარ ჯიქიამ, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას თქმით ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა საბჭოს მიერ უფრო დეტალურად უკვე უახლოეს დღეებში მოხდება. მისივე თქმით საბჭოს რეკომენდაციებში აისახება ქალაქში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის საჭირო საპროგრამო იდეები.

"საბჭოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არის გვქონდეს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი. დღევანდელ შეხვედრაზე ახალი ინიციატივები დადგა, რაც გასული წლის ბიუჯეტში ასე კონკრეტულად არ იყო ასახული. ეს ახალი იდეები გვინდა, რომ აისახოს ბიუჯეტში. ამისთვის კი კიდევ მოეწყობა შეხვედრა უკვე იმ კონკრეტულ სამსახურებთან, რომელთა კომპეტენციაშიც შედის სხდომაზე გაჟღერებული ინიციატივები. ეს შეხვედრა მოგვცემს საშუალებას გავზომოთ ამ იდეებისა და ინიციატივების განხორციელების რეალურობა, გზები და საჭიროებები. ხოლო, რაც შეეხება თავად იდეებს: ბაღების ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სხვადასხვა სერვისების შეთავაზება და ა.შ. ეს არის ის საკითხები, რომლებიც ადგილობრივების ინტერესში შედის და ქუთაისისთვის გამოწვევაა" - განაცხადა ირაკლი შენგელიამ, გენდერული თანასწორობი საბჭოს თავმჯდომარე.

გენდერული მარკერებით უკვე შეფასებულია ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი. მომდევნო დღეებში უკვე გენდერული თანასწორობის საბჭო ქვე-ჯგუფებში დეტალურად განიხილვას მათ მიერ შემუშავებულ ყველა ინიციატივას, შეხვდება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რეკომენდაციებს მისცემს საბოლოო სახეს.


ნანახია: 699-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაზე იმუშავა.
ვანის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა უახლოეს თვეებში დამტკიცდება.
საბჭოს მიზანია კამპანიის ფარგლებში მოხდეს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. კერძოდ კი ახალგარზდებში გაიზარდოს ინფორმაციის დონე

ამინდი