Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დავით ნარმანია: აუდიტის სამსახური ნაციონალების დარღვევებს არ ამოწმებს

თარიღი : 1-02-2014, 16:28 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას მოუწოდებს, აუდიტის სამსახური პოლიტიკური მანიპულირების იარაღი არ გახადოს.
ნარმანიას თქმით, მიმდინარე წლის 10 იანვარს როგორც სამინისტრომ, ისე საავატომობილო გზების დეპარტამენტმა ოფიციალურად მიმართა გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას, რათა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ჩაეტარებინა ამ ორი უწყების 2009, 2010 და 2011 წლების საქმიანობის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. როგორც ნარმანიამ ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა, ლაშა თორდიას მხრიდან მათ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყვა.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხელმძღვანელობს, თავს იკავებს იმ წლების საქმიანობის შემოწმებაზე, როცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გენერალური აუდიტორის თანაგუნდელები ხელმძღვანელობდნენ. რეგიონული განვითარების სამინისტრომ და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2013 წლის განმავლობაშისამართალდამცავ უწყებებში გადააგზავნეს არაერთი საქმე, რომელიც გასულ წლებში რეაბილიტაცია -მშენებლობის პროცესში გამოვლენილი კანონდარღევის აშკარა ნიშნებს შეიცავს. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ სახელმწიფო აუდიტორული სამსახური, რომელიც უარს ამბობს წინა წლების საქმიანობის შემოწმებაზე და „ნაციონალური მოძრაობა“ რომელიც სრულიად შეგნებულად აპელირებს არარსებულ დარღვევებზე, მიზანმიმართულად მოქმედებენ და ის პოლიტიკური მიზეზითა და სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობითაა განპირობებული,“ - აცხადებს ნარმანია.


ნანახია: 1907-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას განცხადებას პასუხობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას და
„არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ არ ვმალავ ჩემს სიმპათიას „ნაციონალების“ მიმართ. მე და გია თევდორაძე
აუდიტის სამსახური საარჩევნო პერიოდში პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების ხარჯის სტატისტიკას ავრცელებს.

ამინდი