Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტრაგედია სოფელ ობჩაში-ჭის ჩანგრევას 43 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თარიღი : 21-11-2018, 10:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში ჭის ჩანგრევას 43 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი 12-საათიანი სამაშველო ღონისძიების შემდეგ ამოასვენეს.

43 წლის მამაკაცი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა.

სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა 15-მეტრიანი ჭის ჯებირების გამაგრებითი სამუშაოები.

ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.


ნანახია: 781-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვმ ფართობი.
ადგილზე ამდროისთვის ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს
მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი გუშინ დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის განმავლობაში შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 90 კვ. მ. ფართობი.

ამინდი