Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"600 000-ზე მეტ მოქალაქეს დაუბრუნდება სიმშვიდე და მომავალზე ფიქრის საშუალება გაუჩნდება"

თარიღი : 19-11-2018, 19:27 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"მჯერა ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილი ჩვენი თანამოქალაქეები ახალი წლიდან ახალ ცხოვრებას დაიწყებენ, რომელიც ქვეყნის განვითარებისკენ იქნება მიმართული" - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს წევრმა ირაკლი შენგელიამ მის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა. შენგელიას თქმით 600 000-ზე მეტ ადამიანს დაუბრუნდება სიმშვიდე და გაუჩნდებათ მომავალაზე ფიქრის საშუალება.

"600 000-ზე მეტი მოქალაქე განთავსიფულდება ვალებისგან, დაუბრუდებათ სიმშვიდე, გაუჩნებათ საშუალება ფიქსრისა და თავიანთი მომავლის კარგად დაგეგმვის. ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულებაა ადამიანი. როგორც პრემიერ მინისტმრა აღნიშნა ეს გარკვეულწილად საქართველოს სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება, რასაც სრულად ვიზიარებ და ვეთანხმები. მჯერა ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილი ჩვენი თანამოქალაქეები ახალი წლიდან ახალ ცხოვრებას დაიწყებენ, რომელიც ქვეყნის განვითარებისკენ იქნება მიმართული. მინდა, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც დგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენი მიზანი: ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედება, ყოველთვის უცვლელი რჩება. ჩემი პატივისცემა ფონდ ქართუს, რომელიც დღეს მთავრობასთან ერთად 600 000-ზე მეტი ადამიანის პრობლემას აგვარებს."- ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.

ინიციატივა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.


ნანახია: 226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.
ირაკლი შენგელია დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოიგებს.
'ძნელია დაასახელო პროფესია, რომელიც იმავე თავდაუზოგავ, უანგარო, გაბედულ შრომას მოითხოვს როგორიც მეხანძრე-მაშველია,'- ამბობს
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ
კანდიდატების წარდგენას ვიცე-პრემიერიც ესწრებოდა.
როგორც შენგელიამ მის ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე დააანონსა, გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ანგარიშს 30 ივლისს, 18:00
გაზის ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.

ამინდი