Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლება საარჩევნოდ ქალაქ ტყიბულს მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებას და შეღავათებს ჰპირდება

თარიღი : 19-11-2018, 12:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქალაქ ტყიბულს შესაძლოა მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭოს. აღნიშნულის შესახებ ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი-დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე საუბრობს. მაჟორიტარის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასა და მთის განვითარების ეროვნული საბჭოსთან ქალაქ ტყიბულისთვის მაღალმთიანობის სტატუსის მისანიჭებლად.

"ამ ეტაპზე გაჩნდა რეალური შანსი, რომ საკითხი ქალაქის საკეთილდღეოდ გადაწყდეს. სასურველი შედეგის მისაღწევად ის ძალ-ღონეს არ დავიშურებ. თუ პროცესები შეუფერხებლად წარიმართა, ქალაქ ტყიბულის მოსახლეობა სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებს,"- ამბობს მაჟორიტარი.

შეღავათები, რომელსაც მაღალმთიანის სტატუსი ითვალისწინებს, შემდეგია:

• ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან; მეწარმე პირი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისგან (საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პირობებით).
• პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისთვის 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 100 ლარი, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის - 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარი.
• განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით გაცემა.
• ყოველთვიური დანამატი პენსიაზე არანაკლებ 20% და სოციალური პაკეტის 20%.
• საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%, პროფსასწავლებლებში - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35%; სპეციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლისათვის - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50%.
• დანამატი ექიმისათვის - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით; ექთნისათვის - სახელმწიფო პენსიის ოდენობით.
• დანამატი ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით.
• ზამთრის პერიოდში (შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას (15 კუბური მეტრი).
• აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.


ნანახია: 541-ჯერ

მსგავსი სიახლეები
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მიღებული კანონი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების
სოფელში აცხადებენ, რომ ხანი მოსახლეობისგან იცლება.
ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საცხოვრებელ ადგილებს ტოვებენ და ქალაქში გადადიან საცხოვრებლად.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მუშაობს როგორც საჯარო სკოლაში, ასევე კერძო სკოლაში.
პაატა ნადირაძე სოფელ ნიგოზეთისა და სოფელ უსახელოს მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა. კანდიდატმა ამომრჩევლებს

ამინდი