Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რეგიონული განვითარების მინისტრი მხარის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა

თარიღი : 1-02-2014, 12:36 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, იმერეთის რეგიონის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა, გუბერნატორს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებაზეც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში გეგმავს.
მინისტრის თქმით, იმერეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 251 მილიონი ლარზე მეტი გამოიყოფა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება წელს იმერეთში საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაა. ამ ტიპის პროექტებისათვის წელს რეგიონში 172 222 220 ლარი დაიხარჯება. წელს დასრულდება ცენტრალური ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზისა და ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა. ასევე 2014 წელს, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა იმერეთის რეგიონში წყალმომარაგების საკითხის გაუმჯობესებასაც,“- განაცხადა ნარმანიამ.


ნანახია: 2225-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მინისტრის თქმით, შეხვედრის მიზანი სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობის დეტალურად ინფორმირებაა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას და
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიაში 13 საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტია ჩადებული.
განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა.

ამინდი