Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას გეგმავს ხელისუფლება წყალტუბოს განვითარებისთვის?

თარიღი : 17-11-2018, 21:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი წყალტუბოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ცქიტიშვილმა ადგილობრივებს რეგიონის განვითარების თვალსაზრისით გაწერილ გეგმებზე ესაუბრა. ასევე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში წამყვან პრობლემატურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

"წყალტუბოში უკვე წლების განმავლობაში ვდებთ მნიშვნელოვან ინვესტიციას. მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იყო აღდგენილი წყალტუბოს ცენტრალური პარკი. წელს უკვე ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შადრევნის რეაბილიტაცია - ეს არის სამუშაოების ის ნაწილი, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ დამსვენებლებმა კარგად იგრძნონ თავი. თუმცა პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის პრობლემები. ამიტომ მოსახლეობისთვის უშუალოდ წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგებაც მიმდინარეობს ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, ასევე საკანალიზაციო სამუშაოები - კანალიზაციის სისტემების გამართვა ასევე ვიცით რომ იყო წყალტუბოს პრობლემა,"- ამბობს მაია ცქიტიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი.

ადგილობრივების თქმით, მნიშვნელოვანია მინისტრთან უშუალო საუბარი იმ გამოწვევებზე, რაც წყალტუბოს აქვს. მათივე თქმით, კარგია, როდესაც მათ აქვთ შესაძლებლობა მინისტრს პირადად გააცნონ წყალტუბოს მოწესრიგების მათეული ხედვა.

"ნამდვილად კარგია, როდესაც მთავრობას ვახსენდებით და ჩამოდიან, გვხვდებიან. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ ეს უფრო ხშირად მოხდება. ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა საკანალიზაციო სისტემაა, რაზეც მინისტრთან ვისაუბრეთ და მოვისმინეთ საკითხზე პასუხები" - ამბობს წყალტუბოს მკციდრი თამარ ფანჩულიძე.

შეხვედრას ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. წყალტუბოს მერის თქმით, მომავალ წელს წყალტუბოში რამდენიმე მაშტაბური პროექტი იგეგმება.

"2019 წელი წყალტუბოსთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა გამოვყო საკანალიზაციო ქსელი, რომელიც არ ყოფილა წყალტუბოში არასდროს. არის უდიდესი პროექტი, რომელიც 2019 წელს განხორციელდება. ასევე, დანარჩენი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამოვყოფდი ორი სკოლის მშენებლობას, რომელიც მტკივნეულ თემად რჩებოდა ჩვენთვის. ესაა სოფელ წყალტუბოსა და სოფელ გეგუთის სკოლები. დარწმუნებული ვარ ეს პროექტები გაახარებს ადგილობრივ მოსახლეობას. ამასთან ერთად ასევე არის გზის დაგებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების საკითხები, რომელებიც მომავალ წელს განხორციელდება. ჩვენ ყველა ღონეს გამოვიყენებთ, რომ სწრაფად განხორციელდეს ეს პროექტები და რაც მთავარია ხარისხიანად" - განაცხადა გია იოსელიანმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს.

.


ნანახია: 2001-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა topnews.com.ge-სთან საუბარისას განაცხადა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღესვე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

ამინდი