ვანში ხანძარს 80 წლის ქალი ემსხვერპლა
თარიღი : 16-11-2018, 21:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის ქალბატონის სოცოცხლე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვმ ფართობი.
არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.