Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული კინოს დაბრუნება ქუთაისში,'-ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს მასპინძლობს

თარიღი : 16-11-2018, 19:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს მასპინძლობს. კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახან დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია. რამდენიმე დღის მანძილზე ქუთაისში თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები.

კინოფორუმის სტუმრებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიმართა და აღნიშნა, რომ ეს არის ქართული კინოს დაბრუნება ქუთაისში და მადლობა გადაუხადა კინოცენტრს პარტნიორობისთვის.

კინოფორუმი კინოთეატრ „საქართველოში“ ცნობილი ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის "ჰარი-ჰარალე დედაო!" ჩვენებით გაიხსნა, რომლის ავტორიც ლევან გაბრიაძეა.


ნანახია: 831-ჯერ

მსგავსი სიახლეები
16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს,
ქუთაისში კაფე-კინო ბრაზერსის მეპატრონე, ლევან ჭავჭანიძე, ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსს, თამთა თურმანიძეს
ქუთაისის კულტურის ცენტრში ქართული ფილმების რეტროსპექტივა დაიწყო, რომელიც ქართული კინოს 110 წლის იუბილეს ეძღვნება.
მესხიშვილის თეატრში მსახიობის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას თეატრისა და კინოს ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
25-მა ქუთაისელმა მოსწავლემ კინოს ისტორიისა და შექმნის სპეციფიკის შესახებ სასემინარო კურსი მოისმინა. 

ამინდი