Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სესხის გაცემის ახალი რეგულაციების ამოქმედება 1-ელ იანვრამდე გადავადდა

თარიღი : 14-11-2018, 19:00 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები, რომელიც 15 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მთლიანი საფინანსო სექტორისთვის 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ ჯერ 15 ნოემბრამდე გადაიწია, ახლა კი მომავალი წლის 1-ელ იანვრამდე.

ახალი რეგულაციების მიხედვით, იპოთეკურ სესხზე მაქსიმალურ ვადად წესდება 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხზე - 10 წელი, სატრანსპორტო სესხზე -6 წელი, ხოლო სხვა დანარჩენ სამომხმარებლო სესხებზე - 4 წელი.

ამასთან, ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ სესხის გაცემის ახალი კოეფიციენტები დაადგინა. სებ-ის ახალი ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით, 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35% უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პირის ყოველთვიური შემოსავალია 1000 ლარი, მის მიერ სესხის დაფარვისას ყოველთვიური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს 350 ლარს.

სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2 000 ლარამდე შემოსავალზე 45% უნდა იყოს; 2 000-დან 4 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში - 55%; 4 000 და უფრო მაღალი შემოსავლის შემთხვევაში - 60%.

რაც შეეხება არაჰეჯირებულ მსესხებლებს, ამ შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი შედარებით დაბალია. ახალი დოკუმენტის მიხედვით, 1000 ლარის ან უფრო ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 25%-ით განისაზღვრა, 1 000-4 000 ლარის შემთხვევაში - 30%-ით, ხოლო 4 000 ლარის ან უფრო მეტის შემთხვევაში 35%-ით.

ამასთან, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის განსაზღვრული კოეფიციენტები გავრცელდება ასევე იმ მსესხებლებზე, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო სესხს იღებენ ლარში.

ცნობისათვის, ჰეჯირებულია მსესხებელი, თუ შემოსავალი აქვს ლარში და სესხსაც ლარში იღებს, არაჰეჯირებული კი, როდესაც შემოსავალი აქვს ლარში, სესხს კი უცხოურ ვალუტაში იღებს.

ipn.ge


ნანახია: 556-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სესხის მომსახურების კოეფიციენტი მსესხებლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
კერძოდ, სამუშაო დოკუმენტის თანახმად დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის,
დებულების თანახმად, რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ელი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ელი

ამინდი