Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაში დახარჯავს ვანის მერია 2019 წლის ბიუჯეტს?

თარიღი : 13-11-2018, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2019 წელს ვანის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული 26 დასახელების პროექტი განხორციელდება, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13, 311, 796 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას ამის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, 2019 წელს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება ქ.ვანის ცენტრალური მოედნის, არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მის გასწვრივ არსებული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, ქალაქ ვანსა და მუნიციპალიტეტის დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება ცენტრალური საავტომობილო და შიდა საუბნო გზის სრული რეაბილიტაციის 18 პროექტი. ზედავანის, ბზვანის, ზეინდრისა და შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულებში სრულად რეაბილიტირდება ამბულატორიები და აღიჭურვება შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით. განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და მდინარის კალაპოტის გაწმენდის 4 მასშტაბური პროექტი.

დაგეგმილია ასევე სკოლების რეაბილიტაციის 9 პროექტის განხორციელება, მათ შორის სრულად რეაბილიტირდება სოფელ ბზვანის საჯარო სკოლა. გთავაზობთ პროექტების დეტალურ ჩამონათვალს ,საპროექტო ღირებულებების მითითებით: 1. ზედავანი-გადიდის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 347,200 ლარი. 2. ზეინდარის და სალომინაოს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია /შუაგორადან/ - 550,000 ლარი. 3. შუამთა-ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ბუბუტეიშვილების უბნის გავლით - 500,000 ლარი. 4. ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში ზედავანი-ტყელვანი-ზედავანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 650,000 ლარი. 5. ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში ყოფილი კომისარიატიდან კეჭნარას მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 475,000 ლარი. 6. ვანის მუნიციპალიტეტის სალხინო-დიხაშხოს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (ვაშლარას უბნის გავლით) - 550,000 ლარი. 7. ქ. ვანში თავისუფლების ქუჩის შესახვევების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია /III_IV_V_VI/ - 325,000 ლარი. 8. ქ. ვანში ჩუგნაძის ქუჩისა და სოლომონ მეორეს ქუჩის მეორე შესახვევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 453,808 ლარი. 9. "დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა გზების რეაბილიტაცია. ა)სოფელ ისრითის ცენტრიდან დიხაშხო - ბზვანის საავტომობილო გზამდე. ბ)დიხაშხო - ბზვანის საავტომობილო გზიდან ჯვარისერის უბნის მიმართულებით. გ) მამასახლისები, ქიმუცაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია "- 665,375 ლარი . 10. ამაღლება-საპრასიის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია /ჭოკიანიდან/ - 550,000 ლარი. 11. გორას ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია - 150,000 ლარი. 12. ბზვანის ადმინისტრაციული ერთეულის დაფნარი-ვანი-ბაღდათის მაგისტრალთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 561,913 ლარი. 13. ამაღლება-საპრასიის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია /ინაშაურის მიმართულებით/ - 700,000 ლარი. 14. ვანი-სულორის ს/გზის კმ1-კმ6.5 მონაკვეთის რეაბილიტაცია - 320,000 ლარი. 15. ბაღდათი-ვანი-დაფნარის ს/გზის კმ35-კმ48 მონაკვეთის რეაბილიტაცია - 300,000 ლარი. 16. ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯაგან ჭყვიში, მდ რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები - 140,000 ლარი . 17. ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. შუამთაში მდ. რიონის ნაპირსამაგრის სამუშაოები - 140,000 ლარი. 18. ქ. ვანიდან მდ. ყუმურის შესართავამდე მდ. ყუმურის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები - 400,000 ლარი. 19. ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხე-სულორში მდ. რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები - 250,000 ლარი. 20. სოფელ ზედა ვანის სამედიცინო ამბულატორიის რემონტი - 20 000 ლარი. 21. სოფელ ბზვანის სამედიცინო ამბულატორიის რემონტი - 20 000 ლარი . 22. სოფელ ზეინდრის სამედიცინო ამბულატორიის რემონტი - 20 000 ლარი. 23. სოფელ შუამთას სამედიცინო ამბულატორიის რემონტი - 20 000 ლარი. 24. სხვადასახვა სახის რემონტი ჩაუტარდება: სულორის, ძულუხის, შუა გორას, ქვედა გორას, უხუთის, ისრითის, შუამთის და სალომინაოს საჯარო სკოლებს, ჯამში 8 სკოლას, საერთო თანხით 230 000 ლარი.

ამავდროულად სრულად რეაბილიტირდება სოფელ ბზვანის საჯარო სკოლა საპროექტო ღირებულებით 823 500 ლარი. 25. ვანის ცენტრალური მოედნის, არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მის გასწვრივ არსებული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები - 1,500,000 ლარი. 26. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ავეჯის შესყიდვა - 2,650,000 ლარი.

NS


ნანახია: 1056-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უკვე დასრულდა.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, სოფელ ბზვანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 20 ივლისს უნდა დასრულდეს.

ამინდი