Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საჩხერის მუნიციპალიტეტი,'- სტუდენტების მიერ მომზადებული ახალი წიგნი

თარიღი : 13-11-2018, 13:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული სტუდენტური პროექტის ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევის“ წარმატებით განხორციელების შემდეგ, აქტუალური გახდა ჭიათურის მეზობელი მუნიციპალიტეტების კვლევა. მიღებული შედეგების ფონზე, გეოგრაფების მიერ დაიგეგმა ახალი პროექტის ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა“ განხორციელება.

"საჩხერის მუნიცილაპიტეტს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელიც სრულად ჯერ არ არის ათვისებული. საკმაოდ პოპულარულია ტურისტებისთვის საექსკურსიო მარშრუტები სხვადასხვა სახლ-მუზეუმის ჩათვლით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვიზიტორებს შორის ცოტაა უცხოელი ტურისტები არასაკმარისი ცნობადობის გამო. ყველაზე პერსპექტიული არის ტურიზმის განვითარება, როგორც ვიზიტორთა ფართო სპექტრისთვის, ასევე ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვისაც. აქტუალურია ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვისა და პასპორტიზაციის საკითხი, შემდეგ კი მათი დაცვისა და მოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენება. სტუდენტების მიერ წარდგენილი პროექტი თსუ-ს მიერ დაფინანსდა და მოხდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების საველე კვლევა და მიღებული მასალების დამუშავება," - ამბობს თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის კვლევის მთავარ მიზანს საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი ძეგლების აღრიცხვა და შეფასება - მათი პრაქტიკული მნიშვნელობის შესწავლა და პოტენციალის (ტურისტულ-რეკრეაციული, აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული, არქეოლოგიური და სხვ) წარმოადგენდა.

სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ავტორები არიან თსუ-ს გეოგრაფიის და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები: მარიამ ჯაფოშვილი (ხელმძღვანელი), სალომე თაბაგარი, მერი ჩიტიშვილი, დავით დალაქიშვილი, თათია ჩიქოვანი. პროექტის კოორდინატორი არის გეოგრაფიის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი.

წიგნში "საჩხერის მუნიციპალიტეტი" განხილულია როგორც მოქმედი სოფლები, აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლები, 50-იან წლებში წარმოქმნილი ნასოფლარები და ხეობების მიხედვით არსებული სიანტერესო ტურისტული ობიექტები.


ნანახია: 4255-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული პროექტი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი კონკრეტული მიზანი მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
თსუ-ს სტუდენტებმა პროექტის-'გაიცანი ჭიათურა' განხორციელება დაიწყეს.
წიგნში განხილულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დახასიათებულია ქალაქი ჭიათურა და უნიკალური გეოგრაფიული პირობებით

ამინდი