'სასაფლაოს ძირში მიწას მანგანუმის მოსაპოვებლად თხრიან,'-აქცია ჭიათურაში
თარიღი : 12-11-2018, 17:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურის სოფელ რგანის მოსახლეობამ აქცია მოაწყო და ჭიათურა-რგანის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. ამგვარი ფორმით მოსახლეობამ მოძრაობა კერძო კომპანიების კუთვნილ სატვირთო ავტომობილებს აუკრძალა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, სოფელში მდებარე სასაფლაოს ჩამოშლა ემუქრება. მათივე თქმით, სასაფლაოს ძირში მიწას მანგანუმის მოსაპოვებლად თხრიან.
ადგილობრივების თქმით, დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მიმართეს, თუმცა მიმართვას რეაგირება არ მოყოლია.
"მანგანუმლოჯისტიკის" დირექტორის ნოდარ მიქაბერიძის თქმით, აღნიშნული სამუშაოები არ უქმნის საფრთხეს მოსახლეობას. მისივე განცხადებით, სამუშაოებთან დაკავშირებით ნებართვა გაცემული აქვს როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე გეოლოგებს.
"კომპანიები კანონიერად აწარმოებენ მოპოვებით სამუშაოებს,"-აცხადებს მიქაბერიძე.