"მეამაყება დღესაც, რომ ვიყავი იმ მთავრობის წევრი, რომელიც ახორციელებდა უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას"
თარიღი : 31-01-2014, 13:27 | კატეგორია: პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე დაიკითხა.
„ძირითადი კითხვები დასაქმების პროგრამასა და იმ პროცედურებს ეხებოდა, რომლითაც ეს პროგრამა დამტკიცდა. მე გახლდით იმ მთავრობის წევრი, რომელიც ახორციელებდა ამ პროგრამას. მეამაყება დღესაც, რომ ვიყავი იმ მთავრობის წევრი, რომელიც ახორციელებდა ყველაზე მთავარი პროგრამისა და გამოწვევის, უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას. ამიტომ დავადასტურე, რომ ეს იყო მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილება. კარგი იქნება დღევანდელი ხელისუფლება თუ გააგრძელებს, ყოველ შემთხვევაში მცდელობა მაინც ექნება ამ პრობლემის მოგვარების,“ - ამბობს ბალავაძე.
შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარემ ქუთაისის სასამართლოში მოწმის სახით დღეს ზაზა გოროზია,ვახტანგ ბალავაძე, დიმიტრი შაშკინი და ალექსანდრე ხეთაგური წარმოადგინა.