ტყიბულსა და მის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ
თარიღი : 31-01-2014, 02:04 | კატეგორია: საზოგადოება

31 იანვარს, ტყიბულსა და მის მიმდებარე სოფლებში მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ "ჩეროსუბანზე" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 3000 აბონენტს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას "ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
"მომხმარებლის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, 31 იანვარს „შაორჰესის“გამანაწილებელ ქვესადგურში მ/ძ გადამცემი ხაზ „ჩეროსუბნის“ გამორთვა არის დაგეგმილი მასზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად. აღნიშნულის გამო 10:00 საათიდან15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ქვესადგურების„ტყიბული 3“-ისა და „თბოსადგურის“ აბონენტებს ქ. ტყიბულში და სოფლებში -საწირე,ძიროვანი, დაბაძველი, მანჭიორი და ბზიაური. გამოირთვება „ტყიბულნახშირის“ რამდენიმე ფიდერიც, რის შესახებაც საწარმოს ადმინისტრაცია გაფრთხილებულია. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიისვე ინფორმაციით, უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები გადაიდება და თარიღი დამატებით ეცნობება მომხმარებლებს.