Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული თეთრი ხიდის უსაფრთხოებაზე დაობენ

თარიღი : 6-11-2018, 11:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში რეაბილიტირებულ თეთრ ხიდს იწუნებენ. ქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ ხიდზე სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.

"არ მომხდარა ხიდის საყრდენის და მოაჯირების გამაგრება. ორი დღის წინ გახსნილ ხიდზე უკვე ავარდნა დაიწყო ფირფიტებმა. სილიკონით არის ჩაწებებული ხიდზე მინები. ზამთარში, როდესაც ხიდი მოიყინება და ზაფხულში, როდესაც გახურდება, ხიდზე გავლა შეუძლებელი გახდება. პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ხიდზე თეთრი ქვები უნდა ყოფილიყო. სად გაქრა ქვები, ღმერთმა იცის,"-ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისში არსებული თეთრი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მის რეაბილიტაციისათვის ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანებიან ქალაქის მერიაში.

"თეთრი ხიდის უსაფრთხოებასთან (კონსტრქციულ მდგრადობასთან) დაკავშირებით არსებობს კონსტრუქტორის დასკვნა, რომელიც პროექტს თან ახლავს. კონსტრუციული დასკვნის ავტორია კონსტრუქტორი ჯონი ნასარეია. თეთრი ხიდი 80-იან წლებში წარმოადგენდა საავტომობილო გადაადგილების საშუალებას შესაბამისად მისი კონსტრუქცია, გათვლილია საავტომობილო დატვირთვაზე. 80-იან წლებში აღნიშნულ ხიდზე ასფალტის საფარი მოეწყო, რომლის წონა ბევრად აღემატება ამჟამინდელი საფარის წონას.ასევე ხიდის ამჟამინდელი დატვირთვა არის საფეხმავლო და ბევრად ნაკლებია, ვიდრე იყო გასული საუკუნის მიწურულს.

კომპანია ,,ალმა რუს საქართველომ" ხიდზე არსებითი სამუშაოები უკვე დაასრულა. დარჩენილია ხარვეზების გამოსწორება (ზედაპირის კოსმეტიკური სამუშაოებთან დაკავშირებით) აღნიშნულ ხარვეზებზე კომპანიას მიეთითა პროექტზე ზედამხედველობის სამსახურების მიერ.

სამუშაოებზე ასანაზღაურებელი დარჩა 170 00 ლარი, რომელსაც კომპანია მიიღებს პროექტის სრულყოფილად დასრულების შემდეგ შესაბამისი ჯარიმების გამოქვითვით,"-აცხადებენ ქალაქის მერიაში.


ნანახია: 401-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტენდერის თანახმად, ხიდზე სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.
ქუთაისის მერიამ ,თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ალმა რუს საქართველო ხელშეკრულება დღეს შეუწყვიტა.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, ხიდზე ხის საფარი რკინის ფილებით შეიცვლება. ასევე,მოხდება ხიდის კონსტრუქციის გამაგრება.
ქუთაისში ისტორიულ თეთრ ხიდზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი