იტვირთება

რა ხდება ლნტეხში, სადაც მოსახლეობა გზის და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა?

რა ხდება ლნტეხში, სადაც მოსახლეობა გზის და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა?

ლენტეხის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

ლენტეხის მერიის ინფორმაციით, სოფლების ნაწილი ამ დროისთვის უკვე  გაწმენდილია (შკედი, ლაშხარაში, ნაცული, მარგვიში, ჩიხარეში, მელე, ახალშენი, ჟახუნდერი, ლეკოსანდი, მუწდი, ტვიბი, ესიერი, ლასკადურა, კახურა, ხელედი, წანაში, ლესემა)-ის ცენტრალურ საავტომობილო გზებამდე დამაკავშირებელი მისასვლელები.

"ხოფურისა და რცხმელურის თემში თოვლწმენდის სამუშაოებისთვის ხდება ტექნიკის მობილიზება და დღის ბოლომდე განახლდება! რაც შეეხება დაბას მძიმე ტექნიკამ უკვე დაიწყო მუშაობა გზების გაფართოებისა და საავტომობილო ასაქცევების უზრუნველყოფის მიზნით. სამუშაო პროცესი სხვადასხვა  მიმართულებით გრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს. ასევე ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.

თოვლწმენდასთან ერთად, პარალელურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ამ დროის მონაცემებით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია  დაბაში და სოფლების უმეტესობაში. დილიდანვე, კვლავ განახლდა აღდგენითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი ვითარება,"-აცხადებენ ლენტეხის მერიაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები