"ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ერთი კვირაა ვერ ვპოულობ, ხონში არჩევნებზეა მიმაგრებული"
თარიღი : 2-11-2018, 12:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგა შუშანია ქალაქის მერიაში სამსახურების პარალიზებაზე საუბრობს. შუშანიას თქმით, ერთ-ერთი მერიის ადმინისტრაციული სამსახურია, რომლის უფროსი ლევან კინწურაშვილი ხონში არჩევნებზეა მიმაგრებული.
"მერიის თანამშრომლები არჩევნებზე არიან გადართული. ერთი კვირაა ვერ ვპოულობ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, რომ ერთ განცხადებაზე ხელი მოვაწერინო,"-ამბობს გიგა შუშანია.
ქუთაისის მერიაში გიგა შუშანიას განცხადებას, ჯერჯერობით არ პასუხობენ.