Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ასეთი ავარია არ მინახავს, მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა,'-ავარია ქუთაისში

თარიღი : 1-11-2018, 10:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ავარია მოხდა ქუთაისში, სასტუმრო "თბილისთან". ადგილზე ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი რამდენჯერმე ამოტრიალდა.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები და მედიკოსები მუშაობენ.

"ასეთი ავარია ჯერ არ მინახავს. საშინელი სისწრაფით მოდიოდნენ. თან აქ გზაჯვარედინია. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის,"- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.


ნანახია: 1764-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევა ხარაგაულის რაიონში.

ამინდი