Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენრში" 100 პაციენტზე გათვლილი სამედიცინო კორპუსი გაიხსნა

თარიღი : 30-10-2018, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალი კორპუსი გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა 100 პაციენტზეა გათვლილი, ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აღნიშნულ შენობაში 4 სტაციონარის განყოფილება განთავსდა. ოთახებში დამონტაჟებულია აუდიოგახმოვანების სისტემა და უზრუნველყოფილია საჭირო ტექნიკური ინვენტარით.

ახალი კორპუსი იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ, ხონისა და ვანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც არანებაყოფლობით და იძულებით ფსიქიატრიულ – სტაციონარულ დახმარებას უწევს ისეთი ტიპის პაციენტებს, რომლებმაც გაიარეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრში მოთავსებული არიან მკურნალობის კურსის გასავლელად. ასევე, დაწესებულება ემსახურება პენიტენციალური სისტემის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებიდან გადმოყვანილ მსჯავრდებულ პაციენტებს, არანებაყოფლობითი–სტაციონარული–ფსიქიატრიული დახმარების მკურნალობის კუთხით.


ნანახია: 2169-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც
გავრცელებული ინფორმაციით, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან რამდენიმე პატიმარი გაიქცა. პატიმრებმა კედელი გაანგრიეს.
ხონის ფსიქიატრიულში პაციენტი ცემით მოკლეს - ქვეყანა, სადაც მძიმე პაციენტებს მკურნალობის ანცვლად აწამებენ.
3-მა პატიმარმა ფსიქიატრიული დაწესებულების კედელი გაანგრია და გაქცევა ამ ფორმით მოახერხა.

ამინდი