„ქართულ ოცნებას" იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე პირველ ტურში დაფიქსირდა"
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს.
ირაკლი შენგელია დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოიგებს.
“ცესკოს ბოლო მონაცემებით ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მართველ პარტიას ნამდვილად ჰყავს ბევრი მხარდამჭერი. იმაზე მეტი ვიდრე არჩევნებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება შედეგს, რომელიც ქუთაისში დადგა: ეს რამოდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. ამას კი პარტიის მხრიდან სჭირდება დეტალური ანალიზი. ფაქტი არის ის, რომ ქუთაისმა არჩევნების გზით ჩვენ, მართველ პარტიას, მიგვითითა ბევრი რამისკენ. ეს განწყობა და მესიჯი, რომელიც არჩევნებმა დაგვანახა, არის ის, რომ ხალხის ხმა ყოველთვის გადამწყვეტი იქნება. მადლობა ყველა იმ მოქალაქეს, რომლემაც სამოქალაქო პასუხსიმგებლობა გამოიჩინა და არჩევნებზე მოვიდა. მადლობა ჩვენს ამომრჩეველს - თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. წინ მეორე ტური გველოდება. დარწმუნებული ვარ ისევე მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩაივლის, როგორც ახლა ჩაიარა. მჯერა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავზომავთ ჩვენს დემოკრატიას არჩევნების გზით.” – განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი შენგელიამ.
123 უბნის შედეგების მიხედვით, ვაშაძემ ამომრჩეველთა 29 585 ხმა (46.98 %) , ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 058 ხმა (28.67%) მიიღო.