სალომე ზურაბიშვილს საჩხერეში ამომრჩევლების 77 %-მა მხარი დაუჭირა

საპრეზიდენტო არჩევნებში, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 77 % მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე ერთიანი ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდა, რომელმაც ხმების 10 % მიიღო. მესამე ადგილზე კი "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გავიდა, რომელსაც ხმების 6 % ერგო.
საჩხერე ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების რეკორდული რაოდენობა მიიღო.
საჩხერე ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების რეკორდული რაოდენობა მიიღო.