Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია იმ განცხადების, რომ ორ გვამს ვითხოვდი”

თარიღი : 30-01-2014, 14:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელით გავრცელებულ იმ ვიდეომასალას ეხმაურება, სადაც ის ორ გვამს ითხოვს. მისი თქმით, აჯანყებულების მიერ ლიკვიდირებული ორი რუსი მრჩევლის გვამს ითხოვდა.

“ვიქნები ძალიან გულწრფელი და ვიტყვი, რომ ეს განცხადება ნამდვილად გავაკეთე. ეს ჩანაწერი კეთდებოდა ღიად და მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე. მუხროვანის აჯანყებაში მონაწილეობდა ჩემი ინფორმაციით, ორი რუსი მრჩეველი, რომელთა ლიკვიდაცია დანაშაულის დაფარვის მიზნით მოახდინეს აჯანყებულებმა და სწორედ ამ ორი ლიკვიდირებული რუსი მრჩევლის გვამს მოვითხოვდი. ამ განცხადებიდან ერთი საათის შემდეგ დაკავებული იქნა 15 ადამიანი და მე რომ ადამიანის ლიკვიდაცია არ მინდოდა, კარგად ჩანს იმაში, რომ დაკავებული ადამიანების მისამართით არცერთ სამართალდამცველს ცეცხლი არ გაუხსნია და ლიკვიდაციას რომ თავი გავანებოთ, ისინი არც კი დაუჭრიათ. ყველა მასალა არის შსს-ში. ბევრი მათგანი, ვინც იქ იმყოფებოდა, დღესაც მუშაობს ამ სამინიტროში და ვინც არ მუშაობენ, ისინი საქართველოში იმყოფებიან და შეუძლიათ, დაკითხონ და გაარკვიონ, თუ რეალურად რას ვგულისხმობდი ამ ფრაზების მიმართ”, - განაცხადა მერაბიშვილმა


ნანახია: 1696-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გვამს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
ვანო მერაბიშვილმა ოჯახის წევრებზე საუბრისა დროს იტირა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესზე მერაბიშვილმა პროკურორებს მშიშრები უწოდა და

ამინდი