Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიას ჯიხური დაუდგეს–რა პროდუქტებს გაყიდიან მერიის წინ?

თარიღი : 30-01-2014, 12:35 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით განთავსებული ჯიხურების წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია გრძელდება. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დღეს, სიმბოლურად ჯიხური დადგეს. პარტიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, ჯიხური მერიის წინ იმ დრომდე დარჩება, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის ტერიტორიიდან ჯიხურებს არ აიღებს.
„მთელი ქუთაისი არის აღშფოთებული ამ ჯიხურების დადგმით, რომელიც 92–იანი წლების ბნელეთს გვაგონებს. ეს ჯიხურები ბიუჯეტის შემოსავლებზე არ არის გათვლილი, რადგან წელიწადში ბიუჯეტში 1 700 ლარი შედის, რაც 1 კვ.მეტრზე ხუთი თეთრია. ეს ვიღაც ჩინოვნიკის გამდიდრებისთვის არის გაკეთებული. ჩვენ მერიის წინ სიმბოლურად დავდგით ჯიხური, სადაც გავყიდით ყველს, შაქარს, ზეთს,“ – ამბობს გოგი წულაია.
„თავისუფალი საქართველო“ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურრულიას პროკურატურაში საქმის მასალების გადაგზავნისა და ჯიხურების განთავსების მიზნით, მიწის გახსვისების საკითხის შესწავლისაკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ჯიხურები დაახლოებით ორი თვის წინ განთავსდა. მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, ჯიხურებში იაფი საკვები პროდუქტები უნდა გაყიდულიყო.


ნანახია: 2821-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულიას განცხადებით, ქალაქის მერიამ ჯიხურები მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით 16 ჯიხური განთავსდება, სადაც საკვები პროდუქტები გაიყიდება.
ქუთაისის სხვადასხვა ნაწილში დამონტაჟებულ ჯიხურებში საკვები პროდუქტები იაფად გაიყიდება.
ადგილზე საპატრული პოლიციაცაა მობილიზებული.
ქუთაისში განთავსებული იაფი საკვები პროდუქტების ჯიხურების ასაღებად ქალაქის მერიამ შპს „მადლს“ 10 დღიანი ვადა მისცა.
ქუთაისში განთავსებული ჯიხურების გაუქმების მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართა.

ამინდი