Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 30-01-2014, 10:24 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1. კითხვა: რას ნიშნავს დანაშაულის რეციდივი?
პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–17 მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად: დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
აგრეთვე განგიმარტავთ, რომ: დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79ე მუხლით გათვალისწინებული წესით.დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
2. კითხვა: აქვს თუ არა მოქალაქეს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება?
პასუხი: საქართველოს კონსტიტუციის 67–ე მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად: საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.
აგრეთვე განგიმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად: საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება. იმავე მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად: საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.საკანონმდებლო წინადადება შეიძლება წარდგენილ იქნეს კანონპროექტის ანდა მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას, ავტორის ხელმოწერას და მისამართს.

3. კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მეუღლის გარდაცვალების გამო მეკუთვნის თუ არა სახელმწიფოსაგან რაიმე სახის კომპენსაცია?
პასუხი:„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად: ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

განგიმარტავთ, რომ კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1000 ლარს.კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.

კომპენსაციის მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ არაუგვიანეს 2014 წლის 1 თებერვლამდე წარდგენის შემთხვევაში, თქვენზე კომპენსაციის გაცემა განხორციელდება 2014 წლის 1 იანვრის პერიოდიდან.“

4. კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რომელი დოკუმენტებით შეიძლება დადგინდეს სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 85–ე მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად: სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებითა და/ან დოკუმენტებით:
ა) იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს, ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს, ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვენენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი.
ბ) მამკვიდრებლის კუთვნილი იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციის არსებობას;
გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო და/ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები. ამათანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში.
დ) კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია.
დ1) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ, აგრეთვე ორდერი, სადაც ორდერში შეტანილ პირებში მითითებულია როგორც მამკვიდრებელი, ისე მემკვიდრე. (23.01.2012 N13)
ე) სხვა საჯარო დოკუმენტები.

5. კითხვა: ჩემს პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში და მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტში არის სახელის და გვარის ურთიერთშეუსაბამობა, კერძოდ, მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტში ჩემი სახელი მითითებულია კნინობით–ალერსობითი ფორმით და აგრეთვე ასოების ნაკლებობაა გვარში. გთხოვთ, განმიმარტოთ ზემოაღნიშნული შეიძლება თუ არა გახდეს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე–14 მუხლის მე–13 პუნქტის თანახმად: რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ საბუთსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში პირის სახელის ან/და გვარის შემდეგი შინაარსის ურთიერთშეუსაბამობა – უზუსტობა ასოებში, სახელი კნინობით–ალერსობით ფორმაში, სახელში ან/და გვარში ასოების მეტობა ან ნაკლებობა და სხვა. ასეთ შემთხვევაში, თუ სხვა მაიდენტიფიცირებული მონაცემები (მაგ.: პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა.შ.) ერთმანეთს შეესაბამება, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ საბუთში აღნიშნული სახელისა და გვარის შესაბამისად.

იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი


ნანახია: 2605-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როდის აქვს პოლიციელს სროლის უფლება?აქვს თუ არა მსჯავრდებულს საპატიმროს დროებით დატოვების უფლება?
საჯაროა თუ არა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები? როგორ ხდება მერისა და გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა?,- ამ
უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
დასაშვებია თუ არა განქორწინება ორსულბის პერიოდში?, რა ვადაში შეუძლია დასაქმებულს გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრება?-ამ და სხვა
როდის ითვლება კონკურსი ჩაშლილად და ითვალისწინებს თუ არა კანონი საჯარო მოხელეებისათვის გამოსაცდელ ვადას?," - ამ და სხვა საინტერესო
უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

ამინდი