Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრემიერ-მინისტრი მერებს მუშაობას უწუნებს

თარიღი : 25-10-2018, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა, – ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა და დასძინა, რომ მის მიერ დანიშნული ახალი გუბერნატორები აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ მმართველობის სისტემა იყოს უფრო ეფექტური.

“ჩვენ ვართ უკმაყოფილო მენეჯმენტის იმ სტანდარტით, რომელსაც ადგილი ჰქონდა გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, რეგიონულ მმართველობაში. სისტემა გამოვცვალეთ, ჩვენ გვყავს ახალი გუბერნატორები, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ, რომ ეს სისტემა იყოს უფრო ეფექტური და რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღება აისახოს მოკლე ვადაში თითოეულ მოქალაქეზე”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გათავისუფლება, პრემიერი პასუხობს: “მე ვისურვებდი, რომ მისნაირი სახელმწიფო მოხელეები რაც შეიძლება ბევრი გვყავდეს საქართველოს მთავრობაში”.


ნანახია: 1114-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შავლეგო ტაბატაძის თქმით, მამუკა ბახტაძის განცხადებაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გააკეთებს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ “ახალი პრემიერი მასზე ეფექტური იქნება”.
მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დაწყებამდე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მოისმინა გუბერნატორების მოსაზრებები და წინადადებები სამომავლო გეგმების შესახებ, სამუშაო ფორმატთან დაკავშირებით

ამინდი