Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გრიპის შემდგომი გართულებებით ორსულის გარდაცვალების 5 შემთხვევა გვქონდა,'- რატომ ურჩევენ ორსულებს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ აცრას?

თარიღი : 25-10-2018, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„კლინიკა ბომონდში“ მოსალოდნელ გრიპის ვირუსთან და ვირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ორსულებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი გოჩა გიორგიძე და კლინიკის სამეანო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ქებულაძე უძღვებოდნენ.

გიორგი ქებულაძის თქმით, გრიპი სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით ორსულებისთვის. ვირუსის პიკი კი დღეიდან იწყება და 15 ნოემბრამდე გრძელდება, ხოლო ვირუსის გააქტიურების მომდევნო ეტაპი გაზაფხულზეა მოსალოდნელი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გრიპის ვირუსი მუცლადმყოფმა ნაყოფმაც შესაძლოა ისევე გადაიტანოს, როგორც თავად ორსულმა. ამიტომ, სპეციალისტები ორსულ ქალბატონებს ერთ-ერთ რისკ-ჯგუფად თვლიან და დროულ ვაქცინაციას ურჩევენ. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქციანაციას კი ფეხმძიმე ქალბატონებისათვის სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ორსულების გარდა, უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამაში დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვები, თავშესაფარში მყოფი მოხუცები და ბავშვები, ასევე, C ჰეპატიტით და შიდსით ინფიცირებული პირები ხვდებიან.

რაც შეეხება ვაქცინას, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, ფრანგული ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა, ხოლო აცრის გაკეთებას ის პირები ვერ შეძლებენ, რომელთაც კვერცხის ცილაზე ალერგია აქვთ ან ზოგადად ალერგიულები არიან.

„გასული წლის მონაცემებით, გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ყველაზე დაბალი მაჩენებელი ორსულ ქალებში იყო. შესაბამისად, 5 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ორსული ქალი გრიპის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა. ვცდილობთ ყოველწლიურად მეტი და მეტი რისკ-ჯგუფები მოვიცვათ. ვაქცინა იმდენად უსაფრთხოა, რომ ყველაზე დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანსაც კი ვცრით,“ - განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

გრიპის ვირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ორსულ ქალბატონებს შეუძლიათ მიმართონ „კლინიკა ბომონდი“ ქალთა კონსულტაციას და კლინიკაში არსებულ აცრის კაბინეტს.


ნანახია: 646-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გრიპის ვირუსის გართულებების განვითარების რისკ- ჯგუფებს მიეკუთვნებიან გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით
გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მატება ბოლო დღეების განმავლობაში არ შეინიშნება.
იგი კლინიკაში მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა.
სეზონის მოახლოებასთან ერთად, ექიმები, ქვეყანაში ვირუსების მკვეთრ მატებას ელოდებიან. სპეციალისტები მოსახლეობას პრევენციული

ამინდი