Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ამიტომ დავცინე ბიძინა ივანიშვილს,'- გოგი წულაიამ არაშენებულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან მერხები, სკამები და დაფა მიიტანა

თარიღი : 25-10-2018, 12:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში არაშენებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნეს. წულაიამ ადგილზე პერფომანსი მოაწყო, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე მერხები, სკამები და დაფა მიიტანა.

წულაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისს დასცინა, მან კი აღნიშნული ფორმით თავად ივანიშვილს დასცინა.
"ივანიშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე არჩევნებია აანონსებს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ადგილზე მხოლოდ ბაყაყები ყიყინებენ. ივანიშვილს არ ცალია, ის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიითა დაკავებული, ამიტომ დავეხმარე მას და ლენტი გავჭერი," - ამბობს წულაია.

"ჩვენ შარშანაც ვიყავით აქ და გვითხრეს, რომ უნივერსიტეტს წელს უნდა მიეღო 40 ათასი სტუდენტი, მაგრამ დღეს აქ არის 40 ათასი ბაყაყი. ეს არის რეალურად ბიძინა ივანიშვილის სახე და ასევე აშენდება საქართველო ბიძინა ივანიშვილის პრეზიდნტობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში,"-განაცხადა კახა კუკავამ.


ნანახია: 2785-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.
'თავისუფალი საქართველოს' თავმჯდომარე კახა კუკავა პარტიიის იმერეთის ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
წერილში ნათქვამია, რომ ქუთაისის მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქალაქში დაარსებას სთხოვს.
პარტია 'თავისუფალი საქართველოს' პრეზიდენტობის კანდიდატმა და შტაბის უფროსმა საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს.

ამინდი