Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„სახლებამდე მისასვლელი გზა გაგვიყიდეს"- აქცია წყალტუბოში

თარიღი : 24-10-2018, 15:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის მოსახლეობამ აქციას გამართა.

ადგილობრივებმა გზის გასხვისება გააპროტესტეს. მათი თქმით, მიწა თურქეთის მოქალაქემ იყიდა.

ადგილობრივების განცხადებით, გზის გასხვისებით მათ ეკეტებათ როგორც საცხოვრებელ სახლებთან, ისე სახნავ-სათეს ფართობებთან მისასვლელი გზა.

"ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა მიწა. თურქს აქვს თავისი ბიზნესი. ექვსმეტრიანი კედელი უნდა აღიმართოს აქ. გზა ჩუმად გაასხვისეს, ხალხმა არაფერი იცოდა. ამას ჰქვია, გარეულმა შინაური გააგდოო. სახლებთან ვერ მივალთ. გვეუბნებიან ჭიშკრები აიღეთო და გალავანს გვიშენებენ,"-ამბობს მოსახლეობა.

ადგილობრივები სასამართლოში წასვლას და საერთო სარგებლობის გზის სასამართლოს გზით დაბრუნებას გეგმავენ.


ნანახია: 736-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მელუშეეთის, ჯოლხეეთის, ღვითორის და ვაჭევის მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს.
აქციაზე წყალტუბოს გამგბელი მივიდა.კონსტანტინე მამისეიშვილის თქმით, გზის ნაწილის რეაბილიტაციისთვის თანხა უკვე გამოიყო, ნაწილი კი

ამინდი