ქუთაისში საფეხბურთო მატჩი გულშემატკივრების დაპირისპირებით დასრულდა
თარიღი : 21-10-2018, 20:09 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის "ტორპედო"-სა და რუსთავის "რუსთავს" შორის ქუთაისში გამართული მატჩი გულშემატკივრების დაპირისპირებით დასრულდა. მატჩი ქუთაისში, ტორპედოს მოედანზე დღეს გაიმართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. გულშემატკივრებს შორის კი მოედნის გარეთ დაწყებული ფიზიკური დაპირისპირება პოლიციამ განმუხტა.