Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბოზობის სინდრომი საქართველოში,'-დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით'

თარიღი : 21-10-2018, 17:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge „კლინიკა ბომონდი“-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით". ჟურნალისტი რუბრიკაში კვირის მნიშვნელოვანი ამბების იუმორით გაჯერებულ შეფასებას გთავაზობთ.


ბოზობის სინდრომი საქართველოში

„ბოზობა ანუ მრუშობა ადრე თუ გვიან მაინც მჟღავნდება. უკაცრავად პასუხია, მაგრამ ლოგინი ჭრაჭუნებს“ - ალბერ კამიუს ეს სიტყვები გამახსენდა უნებლიედ, როცა ახლახანს, ერთ ერთ სატელევიზიო თოქშოუში ერთმანეთს დააყარეს საზოგადოებისთვის ცნობადმა სახეებმა. საქმე ეხება „ბოზობის“ თემას. გითხრათ მართალი არ მინდოდა ამისთვის დიდი დრო დამეკარგა (ვერ ვიცლი ხოლმე ტელევიზიებისთვის), მაგრამ გადაცემის პრომოში ლალი ბადურაშვილის „მომისმინეეეეეთ, გაეთრიეეეთ, წადიიიით.....“, რომ გაისმა, მაინც გადავრთე, სულმა წამძლია. გადაცემაში მონაწილე მსახიობები და სხვები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოში არის კეთილი ნების სერიოზული დეფიციტი, ხოლო მათთვის კეთილი ნება უზენაესია და ამდენად გაუგებარია რას ნიშნავს მსუბუქი ყოფაქცევა ან დეფინიცია ბოზი.

ამ გადაცემაში ყველაზე მეტად ბლოგერი ირინა ტორონჯაძე მომეწონა, რომელიც გადმოცემის თანახმად 25 სანტიმეტრიანი პენისის მფლობელ გივი სიხარულიძეს ეკვეთა. სიხარულიძე ამბობდა, რომ თუ ქალი ღალატობს ქმარს ბოზია და ამავე ლოგიკით კაცი თუ ღალატობს, ისიც ბოზიაო.

-თქვენ თუ გიღალატიათ მეუღლისთვისო?- კითხა ირინა ტორონჯაძემ.

-უი რავა არაო-- უპასუხა გივიმ.

-ჰოდა თქვენც ბოზი ხართ ბატონო გივი და ბოზები მორალს ნუ მიკითხავთო-უპასუხა მან.

იმ გადაცემაში იყო კიდევ ერთი გენიალური მომენტი (ალბათ ბევრი გენიალური მომენტი იქნებოდა, მაგრამ გადახვევით ვნახე "საზეპიროები").

ვიღაც დიდტუჩებიანი გოგოს შიშველი ფოტოები აჩვენეს ეკრანზე და სტუდენტი ბიჭი, რომელიც (როგორც მივხვდი) მოწვეული იყო, როგორც ახალგაზრდა ინტელექტუალი ფილოსოფოსი („აჩკები“ ეკეთა და ერთი სიტყვა თქვა უცხო ენაზე ) ახტა და აბსოლუტურად გულგახეთქილი დარბაზიდან გაქცევას აპირებდა. მაგრამ ინციდენტი მომენტალურად აღმოიფხვრა, კლიპი შეაჩერეს და ის ბიჭი მობრუნეს.

სად მირბოდა ის ბიჭი? რა ეშველებათ?!

არც არაფერი. კითხვა რიტორიკულია.

„კლინიკა ბომონდი" მრავალპროფილიანი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და პროფესიონალების გუნდით დაკომპლექტებული კლინიკაა, რომელიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

„კლინიკა ბომონდი“ პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:

ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი მედიცინა; ინტენსიური თერაპია; ქირურგია; პედიატრია; მეანობა-გინეკოლოგია; ოფთალმოლოგია.

მის: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას პირველი შესახვევი, N15.


ნანახია: 2318-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
'კლინიკა ბომონდი' მრავალპროფილიანი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და პროფესიონალების გუნდით დაკომპლექტებული
პროგრამა მიმდინარე წლის პირველი მაისიდან იწყება.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი