Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მზის პანელების წარმოება იწყება

თარიღი : 21-10-2018, 15:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში დამზადებული მზის პანელები ამერიკაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ევროპაში და, საკუთრივ, საქართველოშიც გაიყიდება.

სულ მალე ქუთაისში მზის პანელების წარმოება დაიწყება. პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება, კერძოდ, მას სათავეში გერმანულ-მექსიკური კომპანია “AE SOLAR” ჩაუდგება, რომელთანაც კონტრაქტი ახლო მომავალში გაფორმდება.

მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა საქართველოში პირველად კეთდება, საწარმო საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე 10 ათას კვადრატილ მეტრზე განთავსდება და წლიურად მინიმუმ 200 მეგავატი სიმძლავრის პანელებს დაამზადებს. ინვესტიცია მრავალმილიონიანია და საწარმოში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ეს ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კეთდება, პრაქტიკულად, სიდიდით ხის გადამამუშავებელ და ფეროშნადნობების ქარხანას გაუტოლდება“ – განაცხადა ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ.

ქუთაისში დამზადებული მზის პანელები ამერიკაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ევროპაში და, საკუთრივ, საქართველოშიც გაიყიდება.


ნანახია: 1296-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თიზ-ში ასევე იგეგმება სამშენებლო მასალების წარმოება.
გამოშვებული პროდუქცია 100 პროცენტით საექსპორტო იქნება.
დღეისათვის მზის კოლექტორები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
გაზქურები, სარეცხი მანქანები და ელექტროგამათბობლები - ექსპორტზე პორტუგალიასა და პოლონეთში დაახლოებით ერთი თვის წინ გავიდა.
საწარმოში 3 932 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 80 ადამიანი დასაქმდება.
"ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანი გიორგი ჭიღვარიას მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.
შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი მოხდა.

ამინდი