Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის სოფელ ნავენახევის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დაპირების შესრულებას ელოდება

თარიღი : 20-10-2018, 09:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის სოფელ ნავენახევის მოსახლეობა ორი წელია, რაც სოფელში არსებული მღვიმის რეაბილიტაციას ელოდება. ხელისუფლების დაპირებით, რეაბილიტაციის შემდეგ მღვიმემ ვიზიტორებს უნდა უმასპინძლოს, ხოლო სოფელ ნავენახევის მოსახლეობას დასაქმების და საოჯახო სასტუმროების მოწყობის საშუალება უნდა მისცეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი დაცლილია, რადგან ოჯახები ნავენახევში ცხოვრებას ქალაქში ყოფნას არჩევენ. სოფელს ასევე არ აქვს სასმელი წყალი, ხოლო სოფლის ნაწილი გზის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობა ამბობს, რომ მღვიმე მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა გაეხსნათ, თუმცა პროექტის დასრულება გაჭიანურდა. მიზეზებთან დაკავშირებით კი ადგილობრივებს ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

ნავენახევის მღვიმე დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაშია.  წლების განმავლობაში დაკეტილი მღვიმის რეაბილიტაციისათვის მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. სააგენტოში განმარტავენ, რომ რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურება სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოქნილმა სირთულეებმა გამოიწვია. სააგენტოში აცხადებენ, რომ მღვიმე უახლოეს პერიოდში გაიხსნება, დროის კონკრეტულ მონაკვეთს კი ვერ აკონკრეტებენ. არსებული ინფორმაციით კი პროექტის დასრულება მღვიმის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს შორის დავის გამო ჭიანურდება.


ნანახია: 836-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წლების განმავლობაში დაკეტილ მღვიმეს მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ნავენახევის მღვიმე, რომელიც თერჯოლაში მდებარეობს, პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ
-ნავენახევის მღვიმე, რომელიც წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა, ტურისტულად აქტიური ზონა გახდება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევში, ნავენახევის მღვიმის მახლობლად არსებულ უცნობ მღვიმეში ჩავარდნილი მამა-შვილი იმერეთის
თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე აქტიურადაა ჩართული და პირადად აკონტროლებს სარეაბილიტაციო სამუშაოების
სოფელ ხომულის ტერიტორიაზე მაცხოვრებლები განმარტავენ, რომ თავიანთი თვალით უნახავთ მღვიმეში ჩასული და განკურნებული ადამიანები.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანი გიორგი ჭიღვარიას მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.
შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი მოხდა.

ამინდი