Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლასთან დაკავშირებით ფორუმი გაიმართა

თარიღი : 19-10-2018, 22:27 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში 2050 წლისთვის ქუთაისის 100% განახლებად ენერგიის წყაროზე გადასვლასთან დაკავშირებით ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე. ფორუმი კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობის 350.org, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგის” და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ფორუმზე 350.org-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონული კოორდინატორმა სვეტლანა რომანკომ ქუთაისის მერის მოადგილეს ნინო თვალთვაძეს მადლობის სერთიფიკატი გადასცა. აღნიშნული სერთიფიკატით ქუთაისის მერია პროექტის მჭიდრო თანამშრომლობისათვის დაჯილდოვდა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი არის პირველი ქალაქი კავკასიის ქვეყნებს შორის, რომელმაც გლობალური მობილიზაციის დღის „იმოქმედე კლიმატისთვის“ აქციის დროს გადაწყვიტა 2050 წლისთვის 100% განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის თაობაზე. შესაბამისი მემორანდუმი საერთაშორისო ორგანიზაცია 350.org-სა და ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას შორის გაფორმდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი შეამცირებს ენერგიის გამოყენებას, უარს იტყვის წიაღისეულ საწვავზე და ქალაქი ეტაპობრივად გადავა განახლებად ენერგიის წყაროების გამოყენებაზე.


ნანახია: 927-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარლამენტის შენობასთან აქციის ორგანიზატორები გაავრცელებენ მიმართვას იმ მიზნისთვის, რომ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა
იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი 'თაობათა დიალოგია' (RICDOG).
ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება ერთის მხრივ გამოიმუშავოს ენერგია და მეორეს მხრივ დამუხტოს ანდროიდის სისტემის
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში განთავსებულ ენერგიის დამზოგავ ველოსიპედთან საინფორმაციო სტენდი და ინსტრუქციის დაფები

ამინდი