Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოხუცი ცოლ-ქმარი, რომელიც სამოწყალოდ მიცემული საკვებით საზრდოობს

თარიღი : 19-10-2018, 16:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მკვიდრი ნატალია მაზური ორ წელზე მეტია სოციალური შემწეობის აღდგენას ცდილობს. ქალბატონი ქუთაისში, ავარიულ ბინაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. გვიყვება, რომ დახმარების შეწყვეტის მიზეზად მაღალი კომუნალური გადასახადები დაუსახელეს.იმის გამო, რომ ოჯახს ბუნებრივი აირით სარგებლობა არ შეუძლია, იძულებული არიან გათბობის თუ სხვა საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ელექტროენერგია მოიხმარონ. მწირი შემოსავლის გამო, ოჯახი საკვების სახლში მომზადებას ვერ ახერხებს და მთლიანად მადლიერების სახლის მოწყალებაზეა დამოკიდებული.

"ჩვენი პენსია გადასახადებს და წამლებს ვერ ყოფნის. მადლიერების სახლში რომ არ დავდიოდე, მშივრები მოვკვდებოდით. ორივე ავადმყოფები ვართ. რა გახდა ეს დახმარება,'- ამბობს ნატალია მაზური.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ოჯახში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რის გამოც მაზურების ოჯახის მდგომარეობის შემოწმება თავიდან მოხდება. რაც შეეხება დახმარების შეწყვეტის მიზეზებს, სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი კომუნალური გადასახადები იყო.


ნანახია: 1135-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
იმის გამო, რომ საკვების შეძენას ვერ ახერხებს, შვილები სოფელში, ახლობელთან გაუშვა, თავად კი შეჩერებული შემწეობის აღსადგენად
ნელი გეწაძე მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კომუნალური გადასახადების გადახდას და საკვების შეძენას ვერ ახერხებს.
ბაღდათის სოფელ მეორე ფერსათში მცხოვრები თამარ ფაშხუიძე სამი წელია შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენას ცდილობს.
ქუთაისში მცხოვრები ლელი მუშკუდიანი სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს