თერჯოლის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს
თარიღი : 18-10-2018, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თერჯოლის სოფლებში მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს. სასმელი წყლის პრობლემა თერჯოლაში როგორც ქალაქის, ისე სოფლის მოსახლეობას აქვს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სასმელი წყლის ყიდვა უწევთ, ხოლო საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ან წვიმას ელოდებიან ან კიდევ წყალი მახლობლად მდებარე მდინარეებიდან მოაქვთ.
მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ პრობლემა წლებია არსებობს, თუმცა წლების განმავლობაში მის გადასაჭრელად არაფერი გაკეთებულა. იმას, რომ სასმელი და არა მხოლოდ სასმელი წყლის პრობლემა თერჯოლაში მწვავედ დგას, არ უარყოფენ თერჯოლის მერიაში.
„სასმელი წყლის პრობლემა აქტუალურია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით და აქტიურად ვმუშაობთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამჯამად სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს სოფელ ზედა სიმონეთსა და ქალაქ თერჯოლაში ჯაბიძის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა, ხოლო უახლოეს მომავალში წყლის სისტემის მოწყობის სამუშოები სიქთარვასა და ბარდუბანში დაიწყება,“-ამბობს თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე.