Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მერმა სპეციალური თათბირი ჩაატარა, სადაც სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეებს 25-კაციანი სიების შედგენა დაავალა"

თარიღი : 18-10-2018, 11:16 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქუთაისის მერმა მერიას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების შედგენა დაავალა. მერმა აღნიშნული დავალება თითოეულ დაწესებულებაში გამართულ სპეც. თათბირზე გასცა,"- განცხადებას ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამსონ გუგავა აკეთებს.

გუგავას თქმით, მერის მიერ გაცემული დავალება სისხლის სამართლის დანაშაულია და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, საჯარო მოხელეებმა ათი კაციდან 25 კაცამდე სია უნდა წარადგინონ. სიის მოცულობა საჯარო მოხელის ხელფასსა და რანგზეა დამოკიდებული.

"რაც ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლება თავისი მოქმედებებით გადადის აგრესიულ ფორმებში. ქუთაისის მერის დავალებით, ჩატარდა სპეც. თათბირი მერიას დაქვემდებარებულ ორგანოებში. საჯარო მოხელეებს ავალებენ 20-25-კაციანი სიის შედგენას და ხდება იმის შემოწმება, რამდენად რეალურია ეს სიები. ამგვარი დავალების გაცემა სისხლის სამართლის დანაშაულია და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. საჯარო მოხელემ იმის მიხედვით, რა პოზიციას იკავებს და რამდენი აქვს ხელფასი, ათი კაციდან 25 კაცამდე სია უნდა წარმოადგინოს,"-ამბობს სამსონ გუგავა.

მერიაში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ მერიის დისკრედიტაციის მცდელობა.

"ქუთაისის მერია არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და არაა უფლებამოსილი რაიმე სახით ჩაერიოს წინასაარჩევნო პროცესებში და გამოიყენოს რაიმე სახის რესურსი. ყველა თანამშრომელი ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ერთ-ერთი პარტიის მხრიდან მორიგი მცდელობა დაუსაბუთებლად დაადანაშაულოს მერია არ არსებულ ფაქტში"-აცხადებენ მერიაში.


ნანახია: 1386-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, საჯარო მოსამსახურეებმა პარტიის შტაბში 20-კაციანი სიები უნდა მიიტანონ.
ამის შესახებ ინფორმაციას 'ახალი საქართველოს' ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაალ ხონელიძე ავრცელებს.
ოპოზიციის მტკიცებით, 20 ავტომობილის შესაკეთებლად მერია ჯამში 905 000 ლარს იხდის.
თევდორაძის თქმით, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიიის ოფისის დარბევა
საქმე ეხება ხონის მერის მოადგილეს გელა ჩოგოვაძეს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ზაზა რუხაძეს და სხვა საჯარო
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი