ექიმები გადასხმას შიშველი ხელებით აკეთებენ. ზეწრები სულ სისხლშია ამოსვრილი- რა ხდება ვანის საავადმყოფოში?
თარიღი : 17-10-2018, 12:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ვანის საავადმყოფოში არსებულ მძიმე სანიტარულ პირობებზე პაციენტები საუბრობენ.
ადგილობრივების თქმით, ახალადგახსნილ საავადმყოფოში ანტისანიტარია და სიბინძურეა.
"მინდა გაგიზიაროთ ჩემი აღშფოთება ვანის სავადმყოფოს შესახებ. ახლობელს სასწრაფოდ მოუწია გადასხმა გაეკეთებია და მოგვიწია ვანის ამ დაწესებულებაში წავსულიყავით. სიტუაციამ შოკში ჩამაგდო. ექიმები გადასხმას შიშველი ხელებით აკეთებენ. ზეწრები სულ სისხლშია ამოსვრილი. ბინძურ საპიფარეშოში სრული ანტისანიტარიაა. გაინტერესებთ რამდენი გადავიხადეთ ამ პირობებში მხოლოდ რინგერში? -75 ლარი,"-აცხადებს ვანის საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტი.
"ერთი წუთით არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთან ხდება. მაღალ დონეზეა დაცული სანიტარული და ჰიგიენური ნორმები,"-ამბობს ვანის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი მაკა ზარნაძე.
ვანის ცენტრალური საავადმყოფო 2016 წლის ივნისში გაიხსნა. საავადმყოფო " ჯი პი აი ჰოლდინგის" ინვესტიციით გაიხსნა.