ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დასწრების მსურველი პოლიციამ დააკავა
თარიღი : 29-01-2014, 15:19 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დასწრების მსურველი მოქალაქე პოლიციაში გადაიყვანეს.
როგორც "ტოპნიუსს" მრავალშვილიანმა დედამ მარინა დახუნდარიძემ განუცხადა, სოციალურად დაუცველ მამაკაცს, დათო გვეტაძეს სხდომაზე დასწრება და თავის პრობლემებზე საუბარი სურდა, რისი უფლებაც მას არ მისცეს.
"არ შემოუშვეს შენობაში, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ არ ვიცი. კაცს საკრებულოს სხდომაზე უნდოდა დასწრება და პოლიციაში წაიყვანეს,"-განაცხადა დახუნდარიძემ.
ფაქტს საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი ეხმაურება, მისი თქმით, ადამიანს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო აკავებენ და არა საკრებულოს სხდომაზე დასწრების სურვილისთვის.
"მივმართავ შესაბამის სამსახურებს, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით,"- განაცხადა მარგველაშვილმა.