Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"პატრიოტები" ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიის ახალ თავმჯდომარეს მხარს არ დაუჭერენ

თარიღი : 29-01-2014, 11:48 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“ ერთმანეთთან გარიგებაში არიან შესული.
„პატრიოტებმა“ პარტიის ოფისში დღეს განცხადება გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ ქუთაისის საკრებულო ქალაქის მერიის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევას კანონმდებლობის დარღვევით აპირებს. კერძოდ „პატრიოტ“ გოგიტა გოგელაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ კომისიის თავმჯდომარედ კანონმდებლობით შეუსაბამო კანდიდატურა ჰყავს წარმოდგენილი, რის გამოც „პატრიოტები“ კომისიის თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„შესაბამისი კანონმდებლობით კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი არჩეულ უნდა იქნეს დაწესებულების ხელმძღვანელი ან მოადგილე. გამომდინა აქედან, ჩვენ ამ უკანონობას ვემიჯნებით და საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევისას „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას ელოდება „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წევრისგან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ შორის არსებულ გარიგებას. სწორედ ამიტომ, საკითხზე პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამქაშებმა უნდა აიღონ. ამავე დროს გვინდა დავადასტუროთ, რომ ჩვენ მომხრე ვართ კომისიის დროულად და კანონიერად დაკომპლექტების,“ – განაცხადა გოგიტა გოგელაშვილმა.


ნანახია: 2070-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფრაქციის წევრის გოგიტა გოგელაშვილის თქმით, კომისიის 5 წევრის მიერ საკონკურსო კომისიის დატოვებამ ცხადყო, რომ მასში "პატრიოტთა
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს უნდობლობას უცხადებენ და
ხმაურით მიმდინარეობს ქუთაისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა, სადაც დეპუტატებმა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის
ქუთაისის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დეპუტატები დღეს განიხილაევენ
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის გოგიტა გოგელაშვილისათვის

ამინდი