Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის 'მადლიერების სახლის' დირექტორი ბრალდებებს პასუხობს

თარიღი : 15-10-2018, 15:38 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორი თამთა ბაკურაძე იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, მადლიერების სახლში ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

თამთა ბაკურაძე ამბობს, რომ მადლიერების სახლიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლები მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას.

ა(ა)იპ მადლიერების სახლთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ფინანსურ გარღვევას ჰქონდა ადგილი. როგორც ჩვენთვის ცნობილია საქმე ეხება ერთ-ერთ თანამშრომელზე შეცდომით დარიცხულ თანხას, რომელიც 214 ლარს შეადგენს და მიღებული ზომების შედეგად აღნიშნული თანხა უკან დაბრუნდა მიმდინარე წლის ივნისის თვეში.

ქუთაისის მერიისთვის ჯერ არ მოუმართავს არც ერთ სამართალდამცავ ორგანოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ისევე როგორც არც მადლიერების სახლის წარმომადგენლებისათვის.

გამოძიება დაწყებულია არა პირადად თამთა ბაკურაძის მიმართ, არამედ ფაქტზე. თუმცა ჩვენ არ მიგვიღია არანაირი ოფიციალური შეტყობინება.

ქალბატონი მაგული გიორგაძე ჯერ კიდევ მაისის თვეში ამბობდა, რომ ა(ა)იპ მადლიერების სახლის ხელმძღვანელის თამთა ბაკურაძის წინააღმდეგ, პროკურატურამ აღძრა საქმე თუმცა აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა.

სამწუხაროა, რომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლები, მსგავსი ტიპის აქტივობით ცდილობენ ყურადღების მიქცევას საკუთარი პერსონების მიმართ. რეორგანიზაცია განხორციელდა კანონის ყველა მოთხოვნათა დაცვით და დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლოც იგივეს დაადასტურებს

ისევე როგორც გამოძიების შედეგად დადასტურდება ყოველგვარი შესაძლო გადაცდომის არ არსებობს,"-განაცხადა ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლის ხელმძღვანელმა თამთა ბაკურაძემ.


ნანახია: 973-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მადლიერების სახლში არსებულ ვითარება, ქალაქის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჟურნალისტებს ადგილზე გააცნო.
ქუთაისში არსებული მადლიერების სახლის ბენეფიციართა სია 121 ადამიანით შემცირდა.
ქუთაისში ამჟამად უფასო კვების ორი ფილიალი, ავტომშენებლისა და ნინოშვილის ქუჩებზე მოქმედებს.
წულაია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს დაინტერესდეს აღნიშნულით, რადგან მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტიდან
თამთა ბაკურაძე ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციის მოწყობას გეგმავს, მანამ კი ფონდთან დაკავშირებულ კითხვებს არ

ამინდი