„ცეცხლის ალში დაიწვებით“- აქცია ქუთაისის მერიასთან
თარიღი : 15-10-2018, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ნუ ასარდაფებ", "არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნება", "ცეცხლის ალში დაიწვებით", - ამ მოწოდებებით გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" - ს წევრებმა ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები გუშინ საღამოს, "რუსთავი 2" - ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურნენ.
მათი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში " ქართული ოცნება" დასრულდება და ამაში ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
"რაც ხდება ქვეყანაში არის დანაშაული, დაუშვებელია ასეთი ხელისუფლება მართავდეს ქვეყანას, ამიტომ უნდა გადადგნენ და პასუხი აგონ დანაშაულზე. უნდა დამთავრდეს მაფიოზური მმართველობა"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
"ნაციონალური მოძრაობის" თქმით, 28 ოქტომრის შემდეგ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა კრიმინალური რეჟიმი საბოლოოდ დასრულდეს.