Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამთვიანი კომა ნახევარსაათიანი ოპერაციის შედეგად - 28 წლის ქალის ნათესავები ქუთაისში ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ

თარიღი : 14-10-2018, 11:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
10 მაისს ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში, ოპერაციის დასრულების შემდეგ 28 წლის ინგა ბალანჩივაძის მდგომარეობა დამძიმდა. ახალგაზრდა ქალს, გარე ორსულობის დიაგნოზით, ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის ოჯახის წევრების თქმით, ნახევარი საათის ნაცვლად, ქალი საოპერაციოში 4 საათი გააჩერეს.

ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ამ ხნის განმავლობაში ექიმები ოპერაციის გაჭიანურების მიზეზს არ ასახელებდნენ.

ახალგაზრდა ქალის ნათესავების განმარტებით, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ პაციენტი კომაში ჩავარდა, კლინიკას რეანიმაციული ბლოკი არ ჰქონდა და მდგომარეობიდან გამოყვანას სხვადასხვა მეთოდებით უშედეგოდ ცდილობდნენ.

ტვინის შეშუპების, ქერქის დაზიანებისა და მძიმე მდგომარეობის გამო, ინგა ბალანჩივაძე ნათესავებმა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრებს ექიმებმა უთხრეს, რომ მდგომარეობის დამძიმება ოპერაციისას უჟანგბადობამ გამოიწვია, რასაც ტვინის შეშუპება მოჰყვა.

სამთვიანი კომა ნახევარსაათიანი ოპერაციის შედეგად - 28 წლის ქალის ნათესავები  ქუთაისში ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ
პაციენტის ნათესავები ქუთაისის ხონელიძის კლინიკის ექიმებს, სადაც 28 წლის ქალმა ოპერაცია გაიკეთა, დაუდევრობაში, უყურადღებობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.
"საშინელ დღეში ჩააგდეს ხონელიძის კლინიკაში ჩემი და. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციიდან თითქმის 6 თვე გავიდა, ჩემი და ისევ ძალიან ცუდად არის. გონებრივად, მეხსიერების 70 % დაბრუნებული აქვს. ვიღაცებს ცნობს, ვიღაცებს არა. ფეხები აქვს გაშეშებული, აი მშობიარობის დროს, როგორც არის ქალი, აი ისე აქვს ფეხები. მარცხენა თვალში საერთოდ ვერ იხედება და მარჯვენაში მკვეთრ ფერებს არჩევს. სახეებს ვერ აღიქვამს. თვენახევრის განმავლობაში იყო სრულ კომაში. ეს ყველაფერი არის ხონელიძის კლინიკის ანესთეზიოლოგის დავით ჟორჟოლიანის ბრალი. ეს არის უყურადღებო ექიმი. ოპერაციის მომენტში ჟანგბადი ვერ მიაწოდეს ჩემს დას. შეიძლება იმ დროს საერთოდ გარეთ იყო გასული სიგარეტზე. ვიწყებთ კლინიკის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას, რადგან ეს ექიმი სწორედ ამ კლინიკაში მუშაობდა და შემდეგ უკვე მან უნდა აგოს პასუხი,"- აცხადებს პაციენტის ძმა დათო ზივზივაძე.


28 წლის ინგა ბალანჩივაძის ოჯახის ბრალდებებს "ხონელიძის" კლინიკის ანესთეზიოლოგი დავით ჟორჟოლიანი პასუხობს. ექიმის განცხადებით, საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს და მანამდე ნაადრევ კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ამ საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო. სწორედ ისინი დაადგენენ, დავუშვი თუ არა რაიმე შეცდომა ამ საქმეში. სხვას მეტს ვერაფერს გეტყვით, სწორედ მათი დასკვნის მოლოდინში ვართ, "- აცხადებს დავით ჟორჟოლიანი.

იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge ახალი რუბრიკა "ექიმის გადაცდომა" დაიწყო. მოგვიყევით იმერეთის რეგიონში მოქმედი მედიკოსების მიერ დაშ­ვე­ბუ­ლ შეც­დო­მებზე, ეს იქნება სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის არას­წო­რად წარ­მო­ე­ბა თუ კონ­კრეტულ მო­მენ­ტში გა­მო­ჩე­ნი­ლი გულ­გრი­ლო­ბა, რამაც პა­ცი­ენ­ტის­თვის ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი გამოიწვია.

ელ-ფოსტა: topnewscomge@gmail.com

საკონტაქტო პირი: ირაკლი ვაჩიბერაძე 598 98 49 50


ნანახია: 6500-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინგა ბალანჩივაძის მეუღლემ მომხდარით დაინტერესების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ კლინიკაში
ექიმების გულგრილობა და სამედიცინო შეცდომები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში პაციენტთა დაღუპვის
18 წლის ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
ხმაური იყო ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.