იტვირთება

ტყიბულის ორ სოფელში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, გადაადგილება აკრძალულია

ტყიბულის ორ სოფელში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, გადაადგილება აკრძალულია

უხვმა ნალექმა და ძლიერმა  ქარმა პრობლემები შექმნა ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

მეწყრული პროცესების განვითარების გამო, დაზიანდა სოფლების-ჯვარისისა და ხორჩანას შიდა სასოფლო გზები და აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაზიანდა კერძო  საცხოვრებელი სახლებისა და მრავალბინიანი  საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები, სოფლების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

"ტყიბულის მერია საგანგებო რეჯიმში მუშაობს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მერიის შესაბამისი სამსახურები  აქტიურად იყვნენ ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, რომელიც ხვალ დილიდან განახლდება. მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს,"-აცხადებენ ტყიბულის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები