ქუთაისში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიმალვაშია
თარიღი : 25-08-2013, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისში, საფიჩხიის უბნის ტერიტორიაზე, 22 წლის მამაკაცი მოკლეს. როგორც "ტოპნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერტობის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი გამოვლენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე აძღულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.