Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დამაჯარიმონ თუ უნდათ,'- გოგი წულაიამ მუხრანის ტყეში ხეები მოჭრა და სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანა

თარიღი : 12-10-2018, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და შტაბის უფროსმა გოგი წულაიამ საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს.

ორგანიზაციის წევრებმა პერფორმანსით ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს. მათი თქმით, დაზიანებული ხეები ლპება და ამ დროს მოსახლეობას შეშის პრობლემა აქვს.

"ამას ქვია გლახა ღორმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამა, ამიტომ ჩვენ მოვჭრით ამ დაზიანებულ ხეებს, განვახორციელებთ სანიტარულ ჭრას და ამ შეშას მივუტანთ სოციალურად დაუცველებს. ეს ქმედება ითვალისწინებს 1500 ლარიან ჯარიმას და გვაინტერესებს, თუ დაგვაჯარიმებენ. ამით ასევე ვეუბნებით მოსახლოებას გაასუფთაონ ტყეები დაზიანებული ხეებისგან და თუ ვინმე დააჯარიმებს მათ, შეახსენონ ჩვენი ქმედება და გააპროტესტონ ჯარიმები,"-განაცხადა გოგი წულაიამ.

პარტიამ მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანა.


ნანახია: 4170-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.
დეპუტატის ბიურომ სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები, 5 მცირეწლოვან ბავშვს კი ტკბილეული მიუტანა.
მომიტანეს ორი დღის წინ მოჭრილი ჭადრის ხეები. ეს შეშა დასაწვავად მინდა, სერვანდში გამოსადებად კი არა. ორი დღის წინ თოვაში მოჭრილ
გოგი წულაიამ პარკირების თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
გოგი წულაიამ საკუთარი არჩევანი 76-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ამინდი