Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში კამპანია-'ვასწავლოთ ქალაქის მერს და მერიის მაღალჩინოსნებს ქუთაისის ისტორია' იწყება

თარიღი : 12-10-2018, 09:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ოპოზიცია კამპანიას-'ვასწავლოთ ქალაქის მერს და მერიის მაღალჩინოსნებს ქუთაისის ისტორია' იწყებს.

ქუთსისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, აღნიშნული კამპანიის საჭიროება მას შემდეგ დაინახეს, რაც მერიის მაღალჩინოსნებს ქუთაისის ისტორია ბევრჯერ შეეშალათ.

"პირველად ეს იყო, როდესაც ქუთაისის მერმა იაკობ ნიკოლაძის ძეგლი გაანათა და ეგონა, რომ ძეგლი ნიკო ნიკოლაძის იყო. მაშინ ვთქვი, დროა ქალაქის მერს ვასწავლოთ საკუთარი ქალაქის ისტორია-თქო და იაკობ ნიკოლაძის ბიოგრაფია დავუდევი. ეხლა უკვე ვიცე-მერმა გააგრძელა და ესტაფეტა აიღო თავის თავზე და როდესაც გახსნა მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ძეგლები, ზურაბ საკანდელიძე საგანელიძით მოიხსენია, მაშინ როდესაც ამ ძეგლს საკმაოდ დიდი ასოებით აწერია სახელიც და გვარიც. ახლა მინდა მას გადავცე ზურაბ საკანდელიძის ისტორია. წესით ისტორიკოს მერს, რომელიც ისტორიკოსების ოჯახიდანაა გამოსული და ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში, არ უნდა ეშლებოდეს საკუთარი ქალაქის ისტორია,"-ამბობს გიგა შუშანია.


ნანახია: 1153-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციონერი დეპუტატი სცემეს
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, ქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა და უკვე ყოფილმა მერმა შოთა
ქუთაისში არსებული მადლიერების სახლის ბენეფიციართა სია 121 ადამიანით შემცირდა.
აღნიშნული საკითხი ბევრჯერ დაგვისვამს საკრებულოს სხდომაზე, თუმცა თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების რეაგირება იგვიანებს.
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი